რუსთავში, 13 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა

რუსთავში, მე-4 საჯარო სკოლასთან, 13 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ბავშვი კონტაქტურია და, ამ ეტაპზე, მკურნალობას საავადმყოფოში გადის.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები