გარდაიცვალა მუსიკოსი თამარ ბაბილუა (ბაბი)
ჯგუფ ,,ნიუტონის” სოლისტი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ მუსიკოსის მეგობრები და ახლობლები ფეისბუქის საშუალებით ავრცელებენ. ბაბი ბოლო პერიოდში მძიმედ ავადმყოფობდა.
მას 2015 წელს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა, ჯგუფში სიმღერა არ შეუწვეტია. პირველი ოპერაციის შემდეგ მან საქართველოს რეკორდი დაამყარა – 25 საათის განმავლობაში შეუსვენებლად დაუკრა ფორტეპიანოზე.
მისი ერთერთი ბოლო ნამუშევარი იყო „საქართველოს ვარსკვლავის“ მონაწილეებისთვის შექმნილი სიმღერა – „მე მჯერა“, რომელიც კიდევ ორი სხვა ავტორის სიმღერებთან ერთად ჟიურიმ 200-ზე მეტი ნაწარმოებიდან შეარჩია. „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალურ ტურში სიმღერა გიორგი ფრუიძემ შეასრულა.