მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კინოკარიერა მგალობლიშვილმა მეორეხარისხოვანი როლებით 1958 წლიდან დაიწყო. კინემატოგრაფიაში ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული როლი მისი შესრულებით მარკ ზახაროვის „სიყვარულის ფორმულაში“ გრაფი კალიოსტროა. ნოდარ მგალობლიშვილი იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი 1976 წლიდან და სახალხო არტისტი 1979 წლიდან.
მისი ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის „ფსკერზე“, ჰენრიკ იბსენის „მოჩვენება“. უფრო მოგვიანებით, ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“, იაგოს როლი უილიამ შექსპირის „ოტელოში“, თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებში“.