27 მარტი
11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ადვოკატი კახა კოჟორიძე და მოქალაქე მამუკა აბესაძე პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: პროკურატურისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები. პროკურორი, რომელმაც 2007 წელს მამუკა აბესაძე აიძულა, რამდენიმე მილიონად ღირებული მიწის ნაკვეთი გაეჩუქებინა, დღეს ერთერთი სასამართლოს თავმჯდომარეა. ადვოკატის განცხადებით, სიმართლის დადგენა, სავარაუდოდ, მისი გავლენების გამო არ ხდება. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ პროკურატურაში ობიექტური გამოძიების ჩატარების მოთხოვნით 2 განცხადება იქნება შეტანილი.
მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24
11:30 საათზე მედიაჰოლდინგ ,,კვირას“ პრესკლუბში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – „აფბას“ ანალიტიკოსი ბაჩო ჯინჭარაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სტატუსშეჩერებული სტუდენტების სტატისტიკა, პრობლემები და რეკომენდაციები.
მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24