სოფო კილაძე: ერთი ამბავია ატეხილი, როგორ გავბედე და სიტყვა „სამშობლო“ ჩავსვი კანონში; როდის მერე გახდა, ხალხნო, “სამშობლო” საგინებელი სიტყვა?

“სოციალურ ქსელებში, თურმე, ერთი ამბავი არის ატეხილი, როგორ გავბედე და სიტყვა „სამშობლო“ ჩავსვი კანონში. როდის მერე გახდა, ხალხნო, “სამშობლო” საგინებელი და სალანძღავი სიტყვა? როდის მერე გახდა “სამშობლო” რაღაც ცუდთან ასოცირებული?” – ასე უპასუხა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკას, რომელიც „ბავშვის უფლებათა კოდექსით“, პირველად კანონის დონეზე, სიტყვა „სამშობლოს“ შემოღებამ გამოიწვია. პარლამენტში მომზადებული „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტით, პირველად კანონის დონეზე, იქნება გამოყენებული სიტყვა „სამშობლო“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა. დეპუტატის თქმით, კოდექსში განმარტებულია, რომ სიტყვა „სამშობლოს“ გამოყენების მიზანია ბავშვის ორიენტირება მშობლიური ენის, მშობლიური ქვეყნის, ტრადიციული კულტურული ღირებულებების პატივისცემაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები