“ჩვენი ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულია, მაგრამ საერთაშორისო არენაზე მას ყველგან ვამარცხებთ”

“​საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციასთან დაკავშირებით რუსეთს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოუწევს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა “პირველი არხის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დეპორტირებული მოქალაქეების ინდივიდური სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ პოლიტიკური გამარჯვებაა.
„დიახ, ჩვენი ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულია; თუმცა, საერთაშორისო არენაზე რუსეთს ყველგან ვამარცხებთ. დეპორტირებულების საკითხი ერთ-ერთი ფაქტორია, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ რუსეთი საერთაშორისო ნორმებს მუდმივად არღვევდა. ჩვენმა მოქალაქეებმა ზიანი მიიღეს და მისი ანაზღაურება მოხდება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდური სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2006 წლის ოქტომბერში ადმინისტრაციული წესით დააკავეს და გამოაძევს, რუსეთმა, კომპენსაციის სახით, 2 000-დან 15 000 ევრო უნდა გადაუხადოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები