ბაჩო ოდიშარია: როდესაც „რუსთავი 2-ის” დირექტორი საუბრობს მუქარის ენით, გინებით, ეს მისი პერფორმანსია – სურვილი იმ ილუზიის გასაჩენად, რომ უშიშარი, მებრძოლი, თავდადებული პატრიოტია

„როდესაც “რუსთავი 2-ის” დირექტორი საუბრობს მუქარის ენით, გინებით – მოკლედ, ახდენს ენობრივი აპარატის სრულ ვულგარიზაციას, ეს მისი პერფორმანსია, ერთი მხრივ სურვილი იმ ილუზიის გასაჩენად, რომ უშიშარი, მებრძოლი, თავდადებული პატრიოტია, რომელიც უსამართლობამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე; მეორე მხრივ, ნოსტალგიაა გარდასულ წლებთან, როდესაც შეეძლო, რომ საკუთარი მუქარა, რეალურად, გაეხორციელებინა – მართალია, არა პირადად, არამედ  – ხელქვეითების დახმარებით, როგორც ჩვეოდათ, მაგრამ მაინც“, – ამბობს ინტერნეტტელევიზია POSTV-ის ვიდეობლოგში „რევოლვერი“ კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია.
თუმცა, კინოკრიტიკოსი მიიჩნევს, რომ ესეც ნაკლებ საინტერესოა, რადგან ისტერიკის კატეგორიაში უფრო გადადის და ბანალურს ხდის მასზე სოციალური დაკვირვების მცდელობას.
ბაჩო ოდიშარია ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევასაც მიმოიხილავს, რაც, მისი აზრით, პოპულიზმის სახელმძღვანელოში ოქროს ასოებითაა ჩასაწერი.
„საკუთარ პოტენციურ ამომრჩეველს ის ესაუბრება იმ ენით, რომლითაც მიიჩნევს, რომ მათთვის მოსაწონ პერსონაჟს განასახიერებს – მათ ენაზე საუბრობს, ჟარგონით, პროფანაციით. მოკლედ, იმავე პოპულისტურ ენაზე რომ გითხრათ, გა..ევებენ, და რაც მალე გააცნობიერებთ ამას, მით უფრო მეტად იგრძობთ, რომ თავისუფლება გაკლიათ“, – ამბობს კინოკრიტიკოსი.
ვიდეობლოგის სანახავად გადადით ლინკზე:

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები