ფონიჭალაში, ავარიის შედეგად მანქანა დაიწვა – არის დაშავებული

ფონიჭალაში, ავტობანზე მოძრავი ავტოამანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
როგორც “კვირას” შემთხვევის ადგილიდან აცნობეს, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სამაშველო და სასწრაფო ბრიგადები.
შემთხვევის ადგილზე მისულ სამაშველო ბრიგადის მიერ ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები