გიორგი მიქაუტაძე უარყოფს, რომ მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ, თითქოს, მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განწესება სურს.
“წარდგენილი ვიყავი უზენაესი სასამართლოს წევრად, რისი სურვილიც მქონდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებული კითხვა არასერიოზულია, თუკი არ მეტყვით წყაროს. ასეთი მსჯელობა არსად ყოფილა“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ, არაოფიციალური ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ვაკანტური თანამდებობის დაკავება სურს. ამასთან, მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციან სიაში იყო, რომელიც იუსტიციის საბჭომ პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები