ბექა ოდიშარია დუბლინში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, კომიტეტის თავმჯდომარის რანგში პირველი შეხვედრა დუბლინში, საქართველოს საელჩოში, ქართველ ემიგრანტებთან გამართა.
ბექა ოდიშარიამ ირლანდიაში მცხოვრებ ემიგრანტებს დიასპორის მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო და აღნიშნა, რომ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე საქართველოს კონსტიტუციაში სპეციალური ჩანაწერი გაკეთდა, რაც საკითხის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე მეტყველებს.
მისივე განცხადებით, ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრები ტრადიციული გახდება, რაც კონკრეტულ შედეგებს მოიტანს. კომიტეტის თავმჯდომარემ დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მიერ გამოგზავნილი საჩუქრები გადასცა.
საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრას პარლამენტის წევრი, ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი დაესწრო, რომელმაც ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ირლანდია-საქართველოს საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთები საჩუქრად გადასცა, საელჩოს კი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ავტოგრაფიანი მაისური უსახსოვრა.
ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრას პარლამენტის წევრი, გოჩა ენუქიძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები