ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში კონკურსანტების დაჯილდოება გაიმართა

მიმდინარე წლის 26 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, უწყების ბრენდირებული კალენდრის გამოცემასთან დაკავშირებით გამოცხადებული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა 16 წლამდე შვილებისა და შვილიშვილების ნახატების კონკურსში გამარჯვებულებისა და მონაწილეების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.
კონკურსში გამარჯვებულებსა და მონაწილეებს ბრენდირებული კალენდრები და უწყების სამახსოვრო საჩუქრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ, ” საქართველოს გენერალთა კლუბის ”აღმასრულებელმა დირექტორმა, თეიმურაზ ლორიამ და ჟიურის თავმჯდომარემ, ვეტერანმა, მხატვარმა გიგა არველაძემ გადასცეს.
“პირველად გამოვდივარ ასეთი განსაკუთრებული აუდიტორიის წინაშე. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ ყველას იმისთვის, რომ კონკურსში მიიღეთ მონაწილეობა და დღეს ასეთი ლამაზი კალენდარი გვაქვს. თქვენ იმყოფებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ანუ ვეტერანების ოჯახში და ხალხს, რომელთაც აქ ხედავთ, არიან ის ადამიანები, ვინც თქვენს მამებთან, ბაბუებთან ერთად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას იქ, სადაც სჭირდებოდა საქართველოს.
თქვენთან დაკავშირებით, კიდევ გვაქვს საინტერესო გეგმები, რომლებსაც აუცილებლად განვახორციელებთ_ გვინდა, სამსახურში ჩამოვაყალიბოთ სამხატვრო სტუდია, რომელსაც მხატვარი გიგა არველაძე ჩაუდგება სათავეში და სადაც შეგეძლებათ, თქვენი ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმაოთ. წარმატებებს გისურვებთ და კიდევ ერთხელ გადაგიხდით მადლობას”, – მიმართა ბავშვებს ვლადიმერ იმნაძემ.
შეგახსენებთ, სამსახურის ბრენდირებული კალენდრისათვის, ნახატების შესარჩევად, კონკურსი მიმდინარე წლის 24 იანვარს გამოცხადდა და 9 თებერვალს დასრულდა კონკურსში მონაწილეობა სულ 32-მა ბავშვმა მიიღო, კალენდრისთვის კი, კომპეტენტური ჟიურის მიერ, 9 ავტორის 14 ნამუშევარი შეირჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები