მოზარდები ღამის კლუბებში მშობლის ნებართვით, მხოლოდ 18:00-დან 00:00 საათამდე დაიშვებიან

მოზარდები ღამის კლუბებში 18:00 საათიდან 12:00 საათამდე მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით დაიშვებიან. პატარა ბავშვი ღამის კლუბში ვერ წავა – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე განაცხადა. საუბარია საქართველოს პარლამენტში მომზადებულ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტით გათვალისწინებულ ნორმებზე. „ჩვენი მიზანია, ბავშვები მავნე ზეგავლენისგან დავიცვათ. ეს არის აზარტული თამაშები და ნარკოტიკები. ღამის კლუბებში ბავშვები შედიან და ნარკოტიკს იკეთებენ, ან პროსტიტუციაში ებმებიან. მოზარდები ღამის კლუბებში 18:00 საათიდან 12:00 საათამდე მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით დაიშვებიან. პატარა ბავშვი ღამის კლუბში ვერ წავა. აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც კოდექსით გათვალისწინებულია, არის ის, რომ პრევენციულ პროგრამებს ვგეგმავთ და ვახორციელებთ, რომლებიც პრევენციულად იმოქმედებს. ანუ ბავშვების ენერგია ჩვენ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და განათლებისკენ უნდა მივმართოთ. ბავშვები ასეთი ტიპის აქტივობებით უნდა დაკავდნენ. კოდექსის მიხედვით, პრევენციული ნაწილი ძალიან ძლიერია“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები