სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელთან, სანია ჩელებიჩ-ლუკოვაცთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
როგორც „კვირას“ სუს-ის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა მგზავრთა შესახებ წინასწარი ინფორმაციისა (API) და მგზავრის სახელის ჩანაწერის (PNR) სისტემებზე ისაუბრეს. ასევე, საუბარი შეეხო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტებზე ინტეგრირებული საზღვრის მართვის (IBM) საკითხებს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობის (AVRP) საკითხს.
გრიგოლ ლილუაშვილმა და სანია ჩელებიჩ-ლუკოვაცმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები