სოფო კილაძე: “ფეისბუქზე“ პირდაპირ ჩართვას ვთავაზობ თითოეულ ადამიანს, ვისაც ბავშვის, კოდექსი აინტერესებს; დასვან კონკრეტული კითხვები და მიიღებენ პასუხებს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე მზადყოფნას აცხადებს, პასუხი გასცეს თითოეულ კითხვას, რომელიც დაინტერესებულ პირებს ბავშვის უფლებათა კოდექსის მიმართ გაუჩნდებათ.
„კანონში პირდაპირაა მითითებული, რომ ჩვენი შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ. სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლების მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მშობლის თანხმობით. კონფესიებს შეეძლებათ, ჩაერთონ პრობლემურ შემთხვევებში, როდესაც ამას ოჯახის წევრი ითხოვს. მე მინდა, ვკითხო საზოგადოებას – ეს ყველაფერი შეიძლება, იყოს ანტიეროვნული? საზოგადოების წევრების უმეტესობას არ აქვს წაკითხული ეს კოდექსი, მათ არც მოეთხოვებათ ეს და, არასწორი ინფორმაციის მიწოდების შედეგად, არასწორი შთაბეჭდილება დარჩათ. ვთავაზობ თითოეულ ადამიანს, ვისაც ინტერესი აქვს, პირდაპირ ჩართვას „ფეისბუქზე“, კონკრეტული კითხვები დასვან და მიიღებენ კონკრეტულ პასუხებს”, – განაცხადა სოფო კილაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ბავშვის უფლებათა კოდექსის წარდგენისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები