პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზებისას ახალი რეგულაციები დაწესდება

 

პირველი აპრილიდან პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზატორებს ევალებათ, პესტიციდი და აგროქიმიკატი, როგორც მომეტებული საფრთხის შემცველი პროდუქტი, მხოლოდ სპეციალიზებულ სავაჭრო ქსელებში განათავსონ. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ბიზნესოპერატორები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის საშუალებების შენახვა-რეალიზაციასთან, 1-ელი აპრილიდან აღიარებას დაექვემდებარებიან. ბიზნესოპერატორებმა უნდა მიმართონ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც გაუწევს ზედამხედველობას და, შედეგების გათვალისწინებით, მიანიჭებს აღიარებას. აღიარების გარეშე დარჩება ბიზნესოპერატორი, რომელიც პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციას აწარმოებს არასპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტში, ან საბითუმო სარეალიზაციო ობიექტი მდებარეობს დასახლებულ ადგილას, ცხოველთა და ფრინველთა სადგომის ან კვებისა და წყალმომარაგების ობიექტების სიახლოვეს. აღნიშნული ცვლილებით თავიდან ავიცილებთ ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებისა და გარემოს დაბინძურების რისკს“,- აცხადებენ სეს-ში.
მათივე ცნობით, ბიზნესსექტორის ინფორმირებულობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ბიზნესოპერატორებთან შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები