,,ციფრული მენეჯმენტი” და ორმაგი დიპლომი გერმანიის უნივერსიტეთან ერთად

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში Fresenius უნივერსიტეტის ციფრული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა დაინერგება, ხოლო სტუდენტები ორმაგ დიპლომს მიიღებენ. შეთანხმება გერმანიაში, კიოლნში, Fresenius Ochschule University of Applied Scines-ის ოფიციალური მიწვევით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის, დავით ჩერქეზიშვილისა და ვიცერექტორის, შალვა მაჭავარიანის ვიზიტის ფარგლებში მოხდა.
კიოლნში, ასევე, გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ქართველი პედაგოგების გადამზადება საქართველოში აკრედიტებული გერმანული კომპანიების ჩართულობით მოხდება. გარდა ამისა, გერმანული მხარე EEU-ს ბიბლიოთეკისთვის საჭირო ლიტერატურას გადასცემს და, აღნიშნული პროგრამის აკრედიტაციის პროცესის გავლის მიზნით, სხვა ერთობლივად გასახორციელებელ საკითხებში ჩაერთვება.
ხელშეკრულების თანახმად, ციფრული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლებისას მაგისტრანტი, ერთი სემესტრის განმავლობაში, Fresenius-ის უნივერსიტეტში (კიოლნი) ისწავლის; დანარჩენი პერიოდის მანძილზე კი – საქართველოში, ხოლო სამაგისტრო თემის დაცვას შეძლებს როგორც გერმანიაში, ისე – საქართველოში. პროგრამას, ერთობლივად, ქართველი და გერმანელი პედაგოგები გაახორციელებენ.
ხელშეკრულებას ხელი Fresenius Ochschule University of Applied Scines-ის პრეზიდენტმა, ტობიას ენგელსბენმა და EEU-ს რექტრომა, დავით ჩერქეზიშვილმა მოაწერეს.
Fresenius Ochschule University of Applied Scines არის გერმანიაში ყველაზე ძველი და პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებელი, სადაც 20000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს და ფლობს კამპუსებს კიოლნში, მიუნხენსა და ბერლინში.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გერმანული მხარის ვიზიტი და EEU-ს აკადემიურ პერსონალთან პირველი სამუშაო შეხვედრები 11-14 აპრილს არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები