„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ახალი ციფრული პლატფორმა შეიქმნა

„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ონლაინპლატფორმა Area.ge ყველასთვის ხელმისაწვდომია.
Area.ge-ის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს სრულყოფილი და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე არსებული გასაყიდი, თუ გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ.
Area.ge სამშენებლო კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო ახლოს იყვნენ საკუთარ მომხმარებლებთან, შესთავაზონ მათ საინტერესო წინადადებები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი. ასევე, Area.ge საუკეთესო შესაძლებლობაა აგენტებისთვის (ე.წ. მაკლერებისთვის), რადგან ისინი მუდმივად იქნებიან ინფორმირებულნი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარებისა და ფასების შესახებ. რაც შეეხება მომხმარებელს, რომელიც დაინტერესებულია უძრავი ქონებით – მას შესაძლებლობა აქვს სწორედ Area.ge-ზე იხილოს ინფორმაცია ისეთი უძრავი ქონების შესახებაც კი, რომელიც აქამდე ონლაინრესურსებზე არ იყო ხელმისაწვდომი.
Area.ge-ზე მნიშვნელოვნად არის გამარტივებული უძრავი ქონების ძებნის, გაყიდვისა და გაქირავების პროცესი. პლატფორმის უპირატესობაა დაზუსტებული, ხარისხიანი და სანდო ინფორმაცია, რაც ხელოვნური ინტელექტის სისტემებითა და განცხადებების პროაქტიული მოდერაციით გახდა შესაძლებელი.
„საქართველოს ბანკი“ განაგრძობს ციფრული პლატფორმების განვითარების ფინანსურ მხარდაჭერასა და მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო საინტერესო და უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული შესაძლებლობების შექმნას. Area.ge არის სწორედ ის ონლაინსივრცე, რომელიც უძრავი ქონების სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი მხარის ინტერესს დააკმაყოფილებს – იქნება ეს დეველოპერი, აგენტი თუ ფიზიკური პირი“, – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
„Area.ge მომხმარებელს სთავაზობს სრულიად ახალ სტანდარტს, ქონების ძებნისა და განთავსების პროცესის სრულ ციკლს, რაც, უპირველესად, გამოიხატება პლატფორმის თანამედროვე და დახვეწილი დიზაინით, ასევე – მარტივი და მოსახერხებელი საძიებო სისტემის ფუნქციონალით. ჩვენ ვამარტივებთ კავშირს უძრავი ქონების მაძიებლებსა და განმთავსებლებს შორის. ამით პლატფორმა პასუხობს მომხმარებლის ნებისმიერ მოთხოვნას, რაც მათ უკეთესი გადაწყვეტილების მიღებასა და თავისი AREA-ს პოვნაში დაეხმარება. მინდა, მადლობა გადავუხადო „საქართველოს ბანკს“, რომელმაც დიდი ნდობა გამოგვიცხადა ამ პროექტის განხორციელებისთვის“, − აღნიშნა Area.ge-ის გენერალურმა დირექტორმა, ლევან კობახიძემ.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები