მალხაზ კობაურის დედა: სამართალს ვერ ვიპოვი, სანამ ესენი მეფობენ

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის დედა აცხადებს, რომ ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტი სამართლიანი არ არის.
მისი თქმით, პროკურატურის მტკიცებულებები იყო სიცრუე.
“მე სამართალს ვერ ვიპოვი, სანამ ესენი მეფობენ. დრო მოვა…ღმერთმა იცის, რომ ეს მახოს გაკეთებული არ არის. ღმერთმა იცის, იქ რაც მოხდა და ღმერთი ყველას გასცემს საკადრის პასუხს, ჩემ შვილსაც და ყველას”, – აცხადებს კობაურის დედა, მარინა მარტიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური, გუშინ, ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა წარდგენილ ბრალში ერთხმად სცნეს დამნაშავედ.
12 მსაჯული სათათბირო ოთახში 4 საათს მსჯელობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები