იაპონიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

იაპონიაში, ქალაქ ნაჰაში, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონელი ტოპ-სომელიე, მოტოჰირო ოკოში უძღვებოდნენ.
როგორც „კვირას“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ღონისძიებას 60-მდე სტუმარი – სომელიეები, დისტრიბუტორები, რესტორნების, სასტუმრო და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული ღვინის 8-ათასწლიანი ისტორიის, მრავალფეროვანი ჯიშებისა და ქართული ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ 7 დასახელების ქართული ღვინო. იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს 2014 წლიდან ახორციელებს“,- აცხადებენ სააგენტოში.
ცნობისთვის, ქართული ღვინის კულტურისა და საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის 10 მარტიდან 7 მაისამდე, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მასშტაბური გამოფენა – „საქართველო – ღვინის სამშობლო” იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები