თებერვალში, საქართველოს 5112-მა მოქალაქემ გერმანიაში იმოგზაურა

წელს, თებერვალში, საქართველოს 5112-მა მოქალაქემ გერმანიაში იმოგზაურა – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, სადაც საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია არის განთავსებული. შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ ახალ სტატისტიკის მიხედვით, გერმანიის შემდეგ, თებერვალში, პოლონეთს საქართველოს 3198 მოქალაქე ესტუმრა, საბერძნეთს – 2994, იტალიას – 2594. რაც შეეხება შენგენის ზონაში არ შეშვების ფაქტებს, ამ მონაცემებში საფრანგეთი ლიდერობს (37 მოქალაქე). სხვა ქვეყნების მონაცემები კი ასეთია: იტალია – 34 უარი, კვიპროსი – 33, პოლონეთი – 30, ესპანეთი – 25, გერმანია – 20, ავსტრია – 20, უნგრეთი – 11, საბერძნეთი – 7, ლატვია – 6, ჩეხეთი – 4, ლიეტუვა – 2, ნიდერლანდები – 1, ბულგარეთი – 1. ჯამურად, შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს 211 მოქალაქე არ შეუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები