ირაკლი სესიაშვილი: ნატოს გენმდივნის ვიზიტი ალიანსის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ნატოს გენერალურ მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი ალიანსის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია. ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს, საქართველოს პარლამენტში შეხვედრა გვქონდა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან, რომლის ვიზიტი ალიანსის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია. აღსანიშნია, რომ წლევანდელი წელი ნატო-საქართველოს ერთობლივი ღონისძიებებით განსაკუთრებით დატვირთული იქნება. ამის დასტურია ის, რომ ,27-28 მარტს, საქართველოს ნატოს სამხედრო კომიტეტი და მისი თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი – სერ სტიუარტ პიჩი ესტუმრებიან. შეხვედრაზე, ასევე, ვისაუბრეთ ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში გახორციელებულ წარმატებულ რეფორმებსა და საპარლამენტო კონტროლისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე ამ პროცესში. მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც საქართველოსა და ნატოს სხვადასხვა ფორმატში აკავშირებს, საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უზრუნველყოფს”, – წერს ირაკლი სესიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები