ბათუმში, მამაკაცმა იარაღით ჯერ ბიზნესპარტნიორი დაჭრა, შემდეგ კი თვითმკვლელობა პოლიციის შენობაში სცადა

ბათუმში, პოლიციის მეორე განყოფილების შენობაში, ახალგაზრდა მამაკაცმა თვითმკვლელობა საკუთარი იარაღით სცადა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც “კვირასთვის” გახდა ცნობილი, თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს წინ ბიზნესპარტნიორებს შორის ინცინდენტი უძღოდა. ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელმაც პოლიციის შენობაში თვითმკვლელობა სცადა, სამართალდამცველებს გაუმხილა, რომ მან ბიზნესპარტნიორი საკუთარი იარაღით დაჭრა. ამის შემდეგ, თავადაც იმავე იარაღიდან გაისროლა. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიღებული და საავადმყოფოშია მოთავსებული. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება, მეორე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობას – გავრცელებული ინფორმაციით, ისიც საავადმყოფოში მკურნალობს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თავს კარგად გრძნობს. პოლიციის განყოფილებაში მომხდარ შემთხვევას პროკურატურა ორი მუხლით იძიებს. პროკურატურის პრესცენტრის ცნობით, საქმის გამოძიება სს-ის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს; ასევე 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებასა და გამოყენებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები