პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

პოლონეთში უკრაინელებსა და ქართველებს შორის ჩხუბი მოხდა, შედეგად 24 წლის ქართველი მამაკაცი დაიღუპა. პოლონური მედიის ცნობით, შემთხვევა ლიპნიცის დასახლებაში მოხდა. დაშავებულია, ასევე, 38 წლის ქართველი მამაკაცი. ჟურნალისტების ცნობით, ქართველებსა და უკრაინელებს შორის ჩხუბი ცივი იარაღის გამოყენებით მოხდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები