შავლეგო ტაბატაძემ თანამშრომლებს პირველი მოადგილე წარუდგინა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ თანამშრომლებს პირველი მოადგილე წარუდგინა. აღნიშნული თანამდებობა ზვიად შალამბერიძემ დაიკავა. ის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში კურირებას გაუწევს: ადგილობრივ თვითმმართველობების ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხებს, ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სფეროებს; ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის საკურატორო სფეროში შედის ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ქონებრივი საკითხები. ზვიად შალამბერიძე, დღემდე, შპს ,,ფრეგოს” დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერი იყო. ასევე, სს ,,დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“–ში, სს ,,ჯი პი აი ჰოლდინგ“–ში, მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე. გარდა ამისა, იყო ფინანსური ანალიტიკოსი გაეროს განვითარების პროგრამისა ,,საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესაძლებლობათა ზრდა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები