დავით სერგეენკო: ვართ იმის გარანტი, რომ სოციალური პროგრამების არცერთი ნაწილი შეფერხდება და შეწყდება

“ის პუნქტები, რაც ჰქონდათ წამოყენებული, ნაწილი დაკმაყოფილდა, ნაწილი უკვე შესრულების პროცესშია და ნაწილს სჭირდება დრო”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სოციალური მუშაკების გაფიცვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სოციალური პროგრამების არცერთი ნაწილი შეფერხდება და შეწყდება. „სოციალური მუშაკების დიდმა ნაწილმა, ამ გაფიცვით, თავისი არჩევანი გააკეთა. ჩვენ მათ შევთავაზეთ რეალური სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა მოგვარდეს ის პრობლემები, რომელიც მათ აქვთ. ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. არჩევანი გაკეთებულია. ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ. ვართ იმის გარანტი, რომ სოციალური პროგრამების არცერთი ნაწილი შეფერხდება და შეწყდება. სულ 250 სოციალური მუშაკი მუშაობდა. 180 სოციალურმა მუშაკმა დეკლარირებულად დღეიდან გამოაცხადა გაფიცვა. ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე უკვე გადანაწილდა მათი ფუნქციები. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ეს გამოსავალი – უპირველესი პრიორიტეტი და ამოცანაა, ადამიანებს, რომლებმაც უნდა ისარგებლონ და სარგებლობენ ამ პროგრამებით, წყვეტა არ ჰქონდეთ. ეს იქნება სრულყოფილი მომსახურება. უშუალოდ მქონდა მათთან კომუნიკაცია. ის პუნქტები, რაც ჰქონდათ წამოყენებული, ნაწილი დაკმაყოფილდა, ნაწილი უკვე შესრულების პროცესშია და ნაწილს სჭირდება დრო. ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს იმაზე, რომ ფუნქციები გადანაწილდა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები