პატრიარქი: ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში

“დღეს არის განსაკუთრებული დღე, რომელიც აღემატება ისტორიულ თარიღს”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე ქადაგებისას განაცხადა. უწმინდესმა მრევლს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ ქედსა და მუხლს ვიყრით იმ ჩვენი წინაპრების წინაშე, რომელთაც იღვაწეს ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ეს იყო კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე და მრავალი სხვა. საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისგან ვახტანგ გორგასლის დროს, მე-5 საუკუნეში მიიღო. პირველი კათოლიკოსი კი პეტრე იყო და შემდგომ საქართველო, საუკუნეების განმავლობაში, იცავდა ეკლესიის ავტოკეფალიას. პატრიარქის თქმით, 1500 წელი დასჭირდა, რომ კონსტანტინეპოლის მაშინდელ მსოფლიო პატრიარქს ეცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში. ღმერთმა დაგლოცოთ. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ თარიღს და, ჩვენი წინაპრების ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო”, – განაცხადა პატრიარქმა. პარაკლისს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები