მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, თეა გოგოტიშვილთან შეხვედრა გაიმართა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ თეა გოგოტიშვილთან შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა კონკრეტული პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომლის სახელწოდებაა „საუბრები სასახლის სამკითხველოში“.
ფსიქოლოგი აუდიტორიას წარმატების ფსიქოლოგიაზე, მის რაობასა და მნიშვნელობაზე, წარმატების მიღწევის გზებზე, სირთულეებსა და იმ შინაგან და გარე წინააღმდეგობებზე ესაუბრა, რომელიც ადამიანს ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ხვდება.
„მოსწავლეებს მისცა საყურადღებო რჩევები – რა უნდა გაითვალისწინონ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიონ; რა ფაქტორები, უნარი განაპირობს მას, ამ პროცესში თვითშეფასების, მოტივაციის მნიშვნელოვან როლზე, არჩევანზე „მინდასა“ და „უნდას“ შორს“,- ნათქვამია მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.
მათივე ცნობით, შეხვედრის დასასრულ, თეა გოგოტიშვილმა ახალგაზრდების მრავალრიცხოვან შეკითხვას უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები