პარლამენტმა ლეონიდ ჩერნოვეცკის კანონპროექტი – „შავ ზღვაში სამრეწველო თევზჭერის აკრძალვასთან დაკავშირებით“ დაარეგისტრირა

საქართველოს პარლამენტმა ლეონიდ ჩერნოვეცკის კანონპროექტი – „შავ ზღვაში სამრეწველო თევზჭერის აკრძალვასთან დაკავშირებით“ დაარეგისტრირა. კანონპროექტის მიხედვით, ადგილობრივ მეთევზეებს შესაძლებლობა მიეცემათ, „მეტი გამოიმუშაონ საკუთარი ოჯახებისთვის, ხოლო ზღვა ჭაობად არ გადაიქცეს“. ამის შესახებ საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. „დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი არ მიიღებს ამ კანონპროექტს ისევე, როგორც არ მიიღო კანონპროექტი პედოფილების იძულებითი ქიმიური კასტრაციის შესახებ. პარლამენტის დეპუტატები, ჩემი აზრით, ვერ გაიზარდნენ იმ დონემდე, რომ ასეთ სერიოზულ პრობლემებს მიხედონ. მაგრამ, არაუშავს! ჩემთვის მთავარი თქვენი მხარდაჭერაა, მეგობრებო და, ადრე თუ გვიან, საქართველოსთვის მნიშვნელოვან კანონებს მიიღებენ. თუ ხმას მისცემთ ჭკვიან ადამიანებს, რომლებსაც პირადად იცნობთ, საქართველოში ყველაფერი დალაგდება“, – წერს ჩერნოვეცკი. აღსანიშნია, რომ ამ პოსტს 5 ათასზე მეტი ადამიანი გამოეხმაურა. ბევრი მათგანი მხარს უჭერს ლეონიდ ჩერნოვეცკის ინიციატივას. ამონარიდი კომენტარებიდან: „ამ კაცს შესტკივა გული ქართველებზე და ჩვენს პოლიტიკოსებს რა სჭირთ?“; „დროა, მართლა გამოიღვიძონ ქართველებმა“; „იყიდება ყველაფერი: მიწა, წყალი, მთა-ველი, ნაკადული თუ ჩანჩქერი, სინდისი, ნამუსი, მთლიანი საქართველო მისი მოსახლეობით“; „სანამ ხალხი არ გაერთიანდება და გამთლიანდება უსამართლობის წინააღმდეგ, მანამ ჩინოვნიკები არ მოიშლიან სხვისი ნაშრომით გამდიდრებას“;„ასეთი რამ არაფერი მინახავს. საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი მთავრობა გიშლიდეს და აკრძალული გქონდეს რამის გაკეთება“; „ბატონო ლეონიდ, ამის ასე ლმობიერი მიდგომა აღარ შველის. ამათ მკაცრი მიდგომა სჭირდება“; „უცილებელია და სასიცოცხლო ამ კანონპროექტის დამტკიცება. სიძვირის გამო ხალხს თევზი ვერ უყიდია“.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები