იენს სტოლტენბერგი: ნატოსთვის მნიშვნელოვანია შავი ზღვის აუზი

“ნატოსთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია შავი ზღვის აუზი”, – ასე უპასუხა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ანაკლიის პორტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.
მისივე განცხადებით, ნატო, რა თქმა უნდა, აცხადებს ინტერესს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე. “ნატოსთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია შავი ზღვის აუზი. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მნიშვნელოვანი კონსტრუქციები ჩალაგდა, ყირიმის ანექსიის დროს, რუსეთის მოკალათების კუთხით შავი ზღვის საზღვარზე. უკრაინის საზღვარზე ხომალდებია განლაგებული და ეს მეტყველებს რუსეთის ინტერესებზე. ნატო, რა თქმა უნდა, აცხადებს ინტერესს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე. საქართველოსთან გვაქვს ამ საკითხებზე საუბრები. ჩვენ უფრო მეტი საზღვაო ხომალდი გვაქვს, უფრო მეტი სამხედრო თანამშრომელი გვყავს, მათ შორის – რუმინეთსა და სხვა ქვეყნებში. პარტნიორებთან ვმუშაობთ, მათ შორის – საქართველოსთან, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. პრინციპში, ნატოს ორი ხომალდია შავი ზღვის ეკვატორიაში: ერთი დიდი ბრიტანეთიდან, მეორე არის ფრანგული. რამდენიმე დღის წინ, ნატოს რამდენიმე ხომალდი მონაწილეობდა “პოსეიდონის” სწავლებაში იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება, მოხდეს განაღმვა შავი ზღვის აკვატორიაში. მნიშვნელოვანი აქცენტები კეთდება თურქეთზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, შავი ზღვის მოსაზღვრეები არიან. ჯამურად, შეიძლება ითქვას, გაზრდილია ჩვენი აქცენტები შავი ზღვის რეგიონში. საქართველოსთან ვმუშაობთ ამ საკითხებზე, რომ გამოწვევები, რასაც ვხედავთ, იყოს დაძლეული. თანამშრომლობა გრძელდება საქართველოს საზღვაო ნაწილთან იმისათვის, რომ ჩვენ უფრო მეტი შევძლოთ, საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები