“რუსეთს მოვუწოდებთ, გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან”

“ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, რომ გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან”, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის მოუწოდებს რუსეთს, გაიწვიოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, რომ გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან. მივესალმებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებულ როლს. ამიტომ, ვაძლიერებთ ურთიერთობას საქართველოსა და ნატოს შორის და ეს თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გაძლიერდება – სამხედრო ძალების საზღვრებზე, საზღვაო აკვატორიაში. ჩვენ ვნახავთ, რა შეიძლება, დღეიდან, ამ მიმართულებით გაკეთდეს ამ მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში. ამ პოზიციაზე ჩემი​ ყოფნის პერიოდში, აქტიურდება საზღვაო აკვატორიაში მოქმედი სამხედრო დანაყოფები. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო უცილობლად გახდეს ნატოს წევრი. საქართველო არის ყველაზე მსხვილი მონაწილე ჩვენს ინიციატივებში, სამხედროების რაოდენობრივი და რიცხობრივი თვალსაზრისით და, იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატოში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები