„ენერგო პრო ჯორჯია” „ჩერნოვეცკის“ ფონდის უფასო სასადილოს ელექტროენერგიის საფასურს სრულად დაფარავს

„ენერგო პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, მიხეილ ბოცვაძე „ჩერნოვეცკის“ საქველმოქმედო ფონდის მოწოდებას გამოეხმაურა. მან მიიღო გადაწყვეტილება, ქუთაისში მდებარე ფონდის უფასო სასადილოს ელექტროენერგიის ერთი თვის გადასახადი დაუფაროს.
„გასულ წელს, „ჩერნოვეცკის“ ფონდმა თხოვნით მიმართა სხვადასხვა ინსტანციას ფონდის ობიექტებისთვის კომუნალური ტარიფების შემცირების თაობაზე; თუმცა, „ენერგო პრო ჯორჯია“ იყო ის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც ფონდის ბენეფიციარებს დახმარების ხელი გაუწოდა.
„უღრმესი მადლობა „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ამ კეთილშობილური გადაწყვეტილებისთვის. ასეთი გულუხვი ჟესტი წარმოადგენს სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის დიდ მხარდაჭერას და ხელს უწყობს ქვეყანაში ქველმოქმედების იდეის პოპულარიზაციას“, – განაცხადა ფონდის დირექტორმა, ელენე პოლიშუკმა.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები