მთავრობის ადმინისტრაციასთან სოცმუშაკები აქციას მართავენ

ამ წუთებში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საქართველოში მოქმედი სოციალური მუშაკები აქციას მართავენ.
ისინი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობას აპროტესტებენ – მათ, ჯამურად, 22 მოთხოვნა აქვთ, მათ შორის – ხელფასების ზრდა, ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და კადრების დამატება.
„აუცილებელია ამ მოთხოვნების შესრულება, რადგან ადამიანებმა მყისიერად მიიღონ სერვისები და ჩვენც შევძლოთ სრულფასოვნად მუშაობა.
გამომდინარე ჩვენი შრომითი პირობებიდან, ვერ ვმუშაობთ. არ არის საკმარისი რაოდენობის კადრები. არ გვემსახურება ტრანსპორტი, რომელიც სჭიროა, რომ მყისიერად მოხდეს გარკვეულ შემთხვევებზე რეაგირება და გვიწევს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება.
ასევე, არასრულწლოვანი, რომელსაც ესაჭიროება ფსიქოლოგი, შეიძლება, თვეობით ელოდოს ფსიქოლოგის მომსახურებას. ხანდაზმული, რომელიც თვეობით ელოდება პანსიონატში, სათემო ორგანიზაციაში ჩარიცხვას და ქუჩაში იმყოფება, არ აქვს არსად წასასვლელი. არის კიდევ გარკვეული მიმართულებები, რომლებიც გაუმჯობესებას, გარკვეული სერვისების შექმნას საჭიროებს”, – განაცხადა ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა.
აქციას უკვე შეუერთდნენ რეგიონების წარმომადგენლებიც. დღის ბოლომდე კი აქციაზე მისვლას საინიციატივო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირების წარმომადგენლებიც აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები