პირველი მარტიდან დღემდე, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 27 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მარტიდან დღემდე, 10 უკანონო სახერხი საამქრო და სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 17 ფაქტი გამოავლინეს.
„სამართალდარღვევის ყველაზე მეტი – 7 ფაქტი შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა, ზემო სვანეთში 1 ფაქტი დაფიქსირდა. ასევე, 1 ფაქტი – სამეგრელოში, იმერეთში – 5, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 1 ფაქტი, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 5 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში – 4, კახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე – 2, ხოლო თბილისში 1 ფაქტი. ჯამში, სამართალდარღვევის 27 ფაქტია გამოვლენილი“, – აცხადებენ დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, სახერხი საამქროები დაილუქა. საქმის მასალები კი, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები