თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება.
 
კომპანია „თელასის“ ცნობით, სამგორის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება რომანოზ ხომლელისა და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
ხოლო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, თეთრიხევის დასახლების, ახვლედიანის, თენგიზ ჩანტლაძის, მაიკო საფაროვა-აბაშიძის, ქიზიყისა და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვირსალაძის, ლადო ალექსი-მესხიშვილის, ლაღიძის, თაბუკაშვილის, აპოლონ ქუთათელაძის, ბროსეს, ვასო აბაშიძის, ჭანტურიასა და ჯორჯიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის, სანზონის, გუდამაყრის, მოლითის, ახალდაბის, ბჟოლეთის, იფნევის, კვერნაულის, გოგაშენის, ჟველაურის, დვირის, ზვარეთის, თორნიკე ერისთავის, არალეთის, გვაზაურის, ზედაზენის, კოკინაკის, ქართლის, დიდი ჯიხაიშის, ქსოვრელის, რიონჰესის, დაისის, პეტრე გრუზინსკისა და ცოტნე დადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ზურაბ ჟვანიას მოედნის, ვეძისის დასახლების, პეკინის გამზირის, კოსტავას, ბუდაპეშტის, გაგარინის, კანდელაკის, ალმასიანის, ლვოვის, ონიაშვილის, ყუშიტაშვილის, იოანე მარუშიძის, გამყრელიძის, ვაზისუბნის, ლომონოსოვის, ცხინვალის, ვოლოდარსკის, ზემო ვეძისის, ლევანდოვსკის, აბაშიძისა და ალექსანდრე ანდრონიკაშვილის ქუჩების ცხოვრებლებს.
 
ხოლო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლებისა და ქოშიგორის დასახლების მაცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის მე-9 კილომეტრის, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, ლუბლიანას, გიორგი ტერევერკოსა და ნოდარ ბოხუას ქუჩების ცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის II მიკრორაიონისა და ქერჩის ქუჩის ცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ნავთლუღი 2-ის დასახლების, ოსიპ მანდელშტამის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ანთიმოზ ივერიელის, ზურაბ ბეგიაშვილის, იოსებ და ლეონ ორბელების, ქობულაძის, ტატიშვილის, ბუკისციხის, ჩოჩუას, მესხეთის, კოპცოვის, ხარაბაძის, ჯიქიას, კაკაბეთისა და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ, სამუშაოების დასრულების შემდეგ,  აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები