ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ხუთეულშია – გამარჯვებული დღეს დასახელდება

ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტიდან 5 რჩეულს შორის დასახელდა. „გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე დღეს გამოვლინდება და პრიზის სახით, მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები