80 დოლარი ერთ დღე-ღამეში – საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი კოტეჯს აქირავებს

0

80 დოლარი ერთ დღე-ღამეში – ამ ფასად ნებისმიერ მსურველს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ხელით აშენებულ სახლში ღამის გათენება შეუძლია.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი მისი სახლის ეზოში გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა. 4 ივნისამდე კი ოთახის ქირაობა 20%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი. სახლის გაქირავებას პრეზიდენტის ქალიშვილი – ანა მარგველაშვილი, კურირებს, ოთახი airbnb.com-დან იჯავშნება.

პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შემდეგ ალტერნატიული შემოსავლის ძებნაში ოჯახმა გადაწყვიტა, რომ გააქირაოს კოტეჯი ეზოში, რომელიც პრეზიდენტობის დროს ააშენეს და პირველი ლედის ხელით მოაწყეს.

ენერგოეფექტური კოტეჯი პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ორი წლის წინ ააშენა. ავეჯი გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი ხელით გააკეთა. ინტერიერის დიზაინი ყოფილ პირველ ლედის ეკუთვნის, მრავლად არის მაკა ჩაჩუას ნამუშევრებიც.

ყოფილი პრეზიდენტი მდგმურებთან ერთად ერთ ეზოში იცხოვრებს.

კომენტარები

კომენტარი