ფოთში ნაპოვნი გიგანტური კუ სასტუმრო „პარაგრაფის“ საკარანტინო აუზში მოათავსეს

0

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხმელთაშუა ზღვიდან შავი ზღვის აკვატორიაში ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუს სახეობა (კარეტაკარეტა) შემოვიდა.

უწყების ცნობით, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სპეციალისტების განცხადებით, კუ დაუყოვნებლივ საჭიროებდა რეაბილიტაციას.

„აღნიშნული სახეობისთვის საჭირო პირობები არ არსებობს არც ბათუმის დელფინარიუმში და არც აკვარიუმში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დახმარებისთვის სასტუმრო „პარაგრაფი“ აკვარიუმს მიმართეს.

გიგანტური კუ სარეაბილიტაციო კურსს აღნიშნული სასტუმროს საკარანტინო აუზში გაივლის, სარეაბილიტაციო კურსის გავლის შედეგ კი გარემოში აპირებენ დაბრუნებას“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი