საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა

0

საქართველოს ნაკრებისთვის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის თამაშები დღეს დაიწყო. საქართველო-შვეიცარიის დაპირისპირება თბილისის „დინამო არენაზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

პირველი გოლი მეორე ტაიმში, 57-ე წუთზე გავიდა. მასპინძლების კარი ზუბერმა აიღო. გატანილი გოლის შემდეგ შვეიცარიელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს და რამდენიმე სახიფათო ეპიზოდის შემდეგ, მე-80 წუთზე, ორბურთიანი უპირატესობა ზაკარიას გოლით მოიპოვეს.

„ჯვაროსნები“ საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს სტუმრად, ირლანდიასთან გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი