ირაკლი ღარიბაშვილი: არც ერთი გოჯი მიწა საქართველოში დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს
დაუშვებელია, უგზოობის, უწყლობის, უშუქობის და, შესაბამისად, უპერსპექტივობის გამო სოფელი იცლებოდეს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მცხეთაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ხელისუფლება ხალხს პირობებს შეუქმნის, რომ სოფელში დაბრუნდეს და იქ გააგრძელოს ცხოვრება.
“ახლა ჩვენ, ყველა ერთად, ვქმნით ჩვენი ქვეყნის მომავალს. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ჩვენ – ყველამ ერთად უნდა გავიაროთ ეს გზა, და უნდაგავიაროთ ღირსეულად. მცხეთა-მთიანეთში ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი და ძვირად ღირებული პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ამ პროექტებით ის პრობლემები უნდა გადაწყდეს, რომლებიც თქვენ ყველაზე მეტად გაწუხებდათ წლების განმავლობაში. ჩვენ წინა მთავრობისგან სულ ის გვესმოდა, რომ უშუქობის პრობლემა გადაწყვიტეს და სულ ამას აყვედრიდნენ ხალხს. ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ, დავნახეთ, რომ საქართველოს მასშტაბით არის 28 სოფელი, დღეს, 21-ე საუკუნეში, რომელსაც დენი არასოდეს ჰქონია. მათ შორის მცხეთა-მთიანეთის სოფლებიცაა. სწორედ ამ დილით ვიმყოფებოდი სოფელ ბევრეთში. ამ სოფელს აქამდე არ ჰქონია ელექტროენერგია, და სწორედ ამიტომაცაა, რომ აქაურობა მოსახლეობისგან პრაქტიკულად დაიცალა. იქ რამდენიმე ათეული ოჯახია რეგისტრირებული და სინამდვილეში მხოლოდ 2 ოჯახი ცხოვრობს. რა თქმა უნდა, უშუქო სოფელში ცხოვრება ადვილი არ არის. და მე როგორც ვთქვი, ეს არის სირცხვილი 21 საუკუნეში. ეს აღარ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში! და გპირდებით, რომ ჩვენ ამას დავასრულებთ 2015 წლის ბოლოს და ყველა პრობლემას თანამიმდევრულად და თანდათანობით მოვაგვარებთ.
იმედი მაქვს, რომ ბევრი დაუბრუნდება საკუთარ სოფელს და სახლ-კარს. დაუშვებელია, უგზოობის, უწყლობის, უშუქობის და, შესაბამისად, უპერსპექტივობის გამო სოფელი იცლებოდეს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს შესანიშნავი მხარე დაცარიელდეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ულამაზესი სოფლები გაძლიერდეს და რომ ეს რეგიონი რეალურად დადგეს ფეხზე. ეს კი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს სიძლიერეა! ეს არის ჩვენი სამშობლოს სიძლიერის საფუძველი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ინფრასტრუქტურას მივხედოთ. იქ, სადაცგზა, წყალი და დენი არ არის, ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება მოქალაქეებისთვის. ჩვენ ხალხს შევუქმნით პირობებს იმისათვის, რომ სოფელში დაბრუნდეს და აქ გააგრძელოს ცხოვრება, თავისი შრომის ნაყოფი ნახოს და ამით არჩინოს ოჯახი. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარიპრიორიტეტია სოფლის მეურნეობის აღორძინება. ჩვენ დავეხმარეთ გლეხებს სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაში“,-განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, არცერთი გოჯი მიწა საქართველოში დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს, რისთვისაც ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. პრემიერმა მის ინციატივაზე ,,აწარმოე საქართველოში“- ს შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ ყველას შეუძლია ჩაერთოს ამ პროგრამაში, აიღოს სესხი, ააშენოს ახალი საწარმო და დაიწყოს ბიზნესი.
“ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ იაფი აგროსესხების გაცემა, რაც ნამდვილად არის სტიმული იმისთვის, რომ ოჯახები ფეხზე დადგნენ და შვება ნახონ. მინდა გითხრათ, რომ ჩემი ინიციატივით იწყება სახელმწიფო პროგრამა – ,,აწარმოე საქართველოში“. ჩვენ ყველა რეგიონში, შემდეგ კი ყველა რაიონსა და სოფელში ტრადიციული ქართული წარმოება უნდა აღვადგინოთ. ამას, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილებისგაჩენა მოჰყვება – ხალხი დასაქმდება, და ჩვენ გვექნება უმაღლესი ხარისხის ქართული პროდუქცია,რომელიც თავისუფლად გაუწევს კონკურენციას უცხოურს და ჩვენ ყველანი ამით ვიამაყებთ. ყველას შეუძლია ჩაერთოს ამ პროგრამაში, აიღოს სესხი, ააშენოს ახალი საწარმო და დაიწყოს ბიზნესი. და როგორც კი საწარმოები გაჩნდება, გაჩნდება სამუშაო ადგილები და ჩვენი ხალხი დასაქმდება. პირველ ეტაპზე სახელმწიფომ შეარჩია ასამდე შენობა, რომლებიც ამ პროგრამაში ჩართულ მეწარმეებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემათ. და იმისათვის,რომ აგრარული სექტორი განვითარდეს, უმნიშვნელოვანესია სოფლად მელიორაციის პრობლემა გადაწყდეს. ყველამ კარგად ვიცით, რომ წლების განმავლობაში არ არსებობდა სარწყავი სისტემა. ჩვენ ვახორციელებთ ძვირადღირებულ პროექტს, რომლის შედეგადაც სოფლებში სარწყავი წყლის პრობლემააღარ გექნებათ და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დიდი ფართობები აღარ დარჩება სარწყავიწყლის გარეშე.
წელს უკვე სამჯერ მეტი მიწისფართობების მორწყვაა შესაძლებელი, ვიდრე ეს იყო შესაძლებელი წინა წლებში. მაგრამ, მე მესმის, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ვაგრძელებთმასშტაბურ პროექტებს. მინდა აქვე ვთქვა ისიც, რომ მაღალი ხარისხის სასმელ წყალს მივაწვდით თიანეთის ზარიძეების თემის სოფლებს. გარდა ამისა, ჩვენ ვახორციელებთ კიდევ ერთ დიდ პროექტს – ეს არის თიანეთის გზა. ის შექმნის სრულიად ახალ სატრანსპორტო არხს. ამ გზით მნიშვნელოვნად შემოკლდება გზა კახეთიდან ყაზბეგისკენ და თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთისკენ. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ამ რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, სიცოცხლე მიეცემათ ჩიხში მყოფ სოფლებს და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობისპირობები. თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზით ახმეტიდან და აზერბაიჯანიდან რუსეთისკენ მიმავალი გზა შემცირდება 150–მდე კილომეტრით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ჩვენ ასევე წელს ვიწყებთ პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი 25-კილომეტრიანიგზის მშენებლობას. ეს გახლავთ არხოტის გზა. არხოტი, მოგეხსენებათ, რომ საზღვირსპირა, უკანასკნელი სოფელია და, ამიტომ, ესარის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი. იცით, რომ პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი გზა აქამდე არ არსებობდა. არხოტში ახლა მხოლოდ სამი ოჯახი ცხოვრობს და სამანქანო გზის პირველად გაჭრა სწორედ მთაში დაბრუნების სიმბოლო უნდა გახდეს. დამთავრდება ის დრო, როცა იქაურობას მხოლოდ საცალფეხო ბილიკები გვაკავშირებდა ჩვენი მთიანეთი განსაკუთრებულად მიმზიდველი მხარეა. ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ მთიანეთი მარტო ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი არ უნდაიყოს. ჩვენ დაბრუნებისა და ცხოვრების პირობები უნდა შევუქმნათ მთიანეთის მკვიდრებს, მათ, ვისაც იქ სახლ-კარის დატოვება მოუწია. მთა არ უნდა დაცარიელდეს! ეს არის ჩვენი ამოცანა და ჩვენ ყველამ ერთად უნდაშევძლოთ ეს “, -აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.