რუსული საფრთხე საავტორო უფლებებში – ვინ მართავს ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში ინტელექტის ოკუპაციას ცდილობს?!

0

რუსეთის ოკუპაცია, რომელიც გასულ საუკუნეში საბჭოთა ოკუპაციით დაიწყო, სხვადასხვა ფორმით ამ დრომდე გრძელდება. ამჟამად რუსული საფრთხე საქართველოში საავტორო უფლებებს ემუქრება. ბოლო დროს, ქართველი ხელოვანები საქართველოში რუსეთის მხრიდან ინტელექტის ოკუპაციის მცდელობაზე ბევრს საუბრობენ.
საავტორო უფლებების სფეროში რუსულ საფრთხეებზე ღიად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია. ორგანიზაციის მიერ წამოწყებულ სოციალურ კამპანიას – „არა ინტელექტის ოკუპაციას“ ყოველდღიურად უერთდებიან ცნობილი ქართველი მომღერალები, კომპოზიტორები თუ ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლები.
ქართულ ინტელექტს რუსული საფრთხე დღეს ღიად შეეხო, თუმცა პროცესები გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, ზუსტად მაშინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული განვითარებისა და პრიორიტეტული პროექტების საბჭოს სხდომაზე ციფრული ეკონომიკის პროგრამის შექმნა დააანონსა. https://www.youtube.com/watch?v=pzgkClMtDds
პრეზიდენტის ინიციატივა სხვადასხვა სფეროს შეეხო, მათ შორის საავტორო უფლებების სფეროსაც.
2017 წელს რუსეთის ავტორთა საზოგადოების (RAO) მიერ ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოებების კონფედერაცია EACOP-ი შეიქმნა http://copycollect.com/article/eacop და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საკოორდინაციო ცენტრი – IP CHAIN -ი http://copycollect.com/article/associaciya-ipchain დაარსდა, რაც რუსეთს საკმაოდ ძვირი, თითქმის 20 მილიონი ევრო დაუჯდა.
https://zen.yandex.ru/media/id/5ad090e39d5cb37e9865cb93/biudjetnoe-finansirovanie-associacii-ipchain-5b21490079885e04610105f3    ცენტრის მმართველად რუსული კრიმინალურ-კლანური ჯგუფის წევრი – ანდრეი კრიჩევსკი დანიშნა http://copycollect.com/article/krichevskiy-andrey?cGf25bEOT2JCsAgBjxZrKuSi0Kex7t9ZXRNRzerCUDZg , ის ხშირად ექცევა რუსული მედიის ყურადღების ცენტრში.
ჟურნალისტები ბევრს წერენ და საუბრობენ კრიჩევსკის კავშირებზე კრიმინალურ სამყაროსთან. https://www.youtube.com/watch?v=ys9mbCinWzA&fbclid=IwAR2pYY3YBuY-tnFtPvXGgR5uOCA-46U1BdIPabPCrrddySRh5VQIT-tdH-Y

2018 წლის მიწურულს, კრიჩევსკი, 4-კაციანი შემადგენლობით, თბილისში ჩამოვიდა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარესთან, გიგა კობალაძესთან შეხვედრა გამართა. ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისა და IPChain-ით სარგებლობის შესახებ შეთავაზება მიიღო. ამ დროს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია რეგიონში უკვე ლიდერის პოზიციას იკავებდა და რუსეთის ინტერესი მის მიმართ საკმაოდ გაძლიერებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელობამ საკუთარი პოზიცია ადგილზევე დააფიქსირა და რუსეთის შეთავაზებაზე უარი განაცხადა, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებულმა კრიჩევსკიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი კომპანია, თანამშრომლობის მიზნით, აწარმოებს მოლაპარაკებებს რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან და ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.http://rao.ru/news/andrej-krichevskij-v-nedalekom-budushhem-konflikty-budut-imet-takzhe-i-tsifrovuyu-formu-proyavleniya/

თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთი მიხვდა, რომ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში დასაყრდენს ვერ მოძებნიდა და აქტიური კომუნიკაცია რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერლებთან დაიწყო. ახლა, როგორც საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წარმომადგენლები და ქართველი ხელოვანები აცხადებენ, რუსეთი ინტელექტის ოკუპაციას ნაცადი მეთოდით – ციხის შიგნიდან გატეხვით ცდილობს.
ოფიციალურმა მოსკოვმა, საქართველოში დასაყრდენად რუსეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსები – დავით ხუჯაძე და აჩი ფურცელაძე გამოიყენა და ახლა საქართველოზე გავლენის მოპოვებას.სწორედ მათი დახმარებით ცდილობს.

#არაინტელექტისოკუპაციას

კომენტარები

კომენტარი