რიმა ბერაძემ და ზურაბ ჩიკვილაძემ ხუდადოვის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს

0

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა, რიმა ბერაძემ და გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ ხუდადოვის ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოები დაათვალიერეს.

როგორ “კვირას” თბილისის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი 2000 კვადრატულ მეტრზე იგება და ჩუღურეთის გამგეობას ამისთვის 60 000 ლარი აქვს გამოყოფილი. მათივე ცნობით, გზის დაგების პარალელურად, მოეწყობა ბორდიურები და ტროტუარები.

„არსებული ბიუჯეტის ფარგლებში, მაქსიმალურად ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრი შიდაკვარტლური გზა მოვაწესრიგოთ. ეს პროექტიც ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს და ადგილობრივებს სულ მალე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ექნებათ“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბი ემ სი“ ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი