საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს 

0

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია რუსეთის მფარველობის ქვეშ შექმნილ საორგანიზაციო ჯგუფის მცდელობასთან დაკავშირებით, რომ საავტორო უფლებების სფეროში ალტერნატიული ორგანიზაცია შეიქმნას სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
აღნიშნულ განცხადებას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“სპეციალური განცხადება!
როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის მფარველობის ქვეშ შექმნილი საორგანიზაციო ჯგუფი ცდილობს საავტორო უფლებების სფეროში ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნას. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ ჯგუფის წარმომადგენლები უკავშირდებიან ჩვენი ასოციაციის წევრებს და ჰპირდებიან ფულის გადახდას მათთან თანამშრომლობის სანაცვლოდ.
გვსურს მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მათი მცდელობა ეწინააღმდეგება კანონს და დაპირებები ატარებს მოსყიდვის ნიშნებს, რადგან ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას ქართული კანონმდებლობა არ უშვებს.
​გამომდინარე აქედან, უმორჩილესად გთხოვთ თავი შეიკავოთ მათთან რაიმე სახის მოლაპარაკებებში შესვლისაგან და ყოველი ასეთი კომუნიკაციის შემთხვევაში შეგვატყობინოთ ასოციაციაში”,-ნათქვამია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი