დღეს მსოფლიო მეტეოროლოგიის დღე აღინიშნება 

0

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ანდრო ასლანიშვილმა ჰიდრომეტეოროლოგებს პროფესიული დღე მიულოცა.
საქართველოში მეტეოროლოგიის დღე 1992 წლიდან, მას შემდეგ აღინიშნება, რაც ქვეყანა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციაში გაწევრიანდა.
გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, გამართულ შეხვედრაზე ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, რამაზ ჭითანავამ მნიშვნელოვანი პროექტები   წარმოადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
სააგენტოს უფროსმა დარგის სპეციალისტებს მადლობა გადაუხადა  და ქვეყნის სამსახურში დიდხანს ყოფნა უსურვა.

​აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, საქართველოს მასშტაბით, ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების მიზნით, მთელი რიგი სამუშაოები განხორციელდა. დამონტაჟდა და გაიმართა 50-ზე მეტი ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების ავტომატურად გამზომი სტაციონალური ხელსაწყო-დანადგარი, რაც მეტეოროლოგიური პროგნოზის გაუმჯობესებას და ქვეყნის ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური რეჟიმის უფრო სრულყოფილად შეფასებას შეუწყობს ხელს. მონიტორინგი ამჟამად  86 მეტეოროლოგიური და 52 ჰიდროლოგიური დაკვირვების პუნქტზე მიმდინარეობს.
მეტეოროლოგიის მსოფლიო დღის დაარსება 1950 წლის 23 მარტს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კონვენციის ძალაში შესვლას უკავშირდება, რის საფუძველზეც,  გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO) შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი