ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე მეთხუთმეტე ოქრო მოიპოვა
იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში ქართველმა პარასპორტსმენი ირმა ხეცურიანი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში ის ჩინელ აო ლანჟუს დაუპირისპირდა და ძალიან იოლად, ანგარიშით 15-2 დამარცხა. ეს ირმას მეთხუთმეტე ოქროა მსოფლიო თასებზე.
პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასი 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიური თამაშების წინა საკვალიფიკაციო შეჯიბრია.