გიორგი ქობულიამ საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ დაათვალიერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ, საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ დაათვალიერა.
მინისტრთან ერთად სასწავლებელში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და კოლეჯისპარტნიორი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ეკონომიკის მინისტრი „სპექტრის“ სასწავლო გარემოსა და იქარსებულ სახელოსნო – ლაბორატორიების ფუნქციონირებას გაეცნო.
„ეს არის ზუსტად ისეთი ტიპის სასწავლებელი, რომელიც სრულ თანხვედრაშია ჩვენი პროფესიული გადამზადებისსტრატეგიასთან და პროგრამასთან. სასწავლებელს აქვს 1200 კაცამდე ერთდროულად მომზადების შესაძლებლობა, მათ შორისელექტრიკოსების, შემდუღებლების, დურგლებისა და სხვა პროფესიებში, მაგრამ, რა თქმა უნდა, გვაქვს მისი გაფართოებისა დამოსწავლეთა რაოდენობის გაზრდის სურვილი,“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
მინისტრის ინფორმაციით, სასწავლებლის მენეჯმენტთან ერთად განხილული იყო კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდესშენობის რეაბილიტაციის, მშენებლობისა და გაფართოებისთვის.
„ვიმსჯელეთ, რა არის ჩვენი მხრიდან საჭირო იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ეს დაწესებულება შესაბამისი მოწყობილობებით. სასწავლებლის ადმინისტრაციამ წარმოადგინა კონკრეტულიგეგმა ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და აღჭურვის საჭიროებების შესახებ. ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო ასეთი ცენტრისნახვა და როგორც მთავრობა, ყოველთვის გვერდში ვუდგავართ ასეთ ინიციატივებს“ – აღნიშნა ქობულიამ.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო მინისტრის ვიზიტი, იგი გაეცნო კოლეჯში არსებულ ინფრასტრუქტურას, ლაბორატორიებს,თანამედროვე მიდგომებსა და ინოვაციებს. დღეს ქვეყანაში მთავარი გამოწვევა დასაქმებაა, შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ახალიმიმართულებები განვავითაროთ, მაგალითად, ავეჯის წარმოება და სადურგლო მიმართულება. ეკონომიკის მინისტრი გვპირდებათანადგომას ახალი პროექტების განხორციელებაში, რაც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ გვყავდეს მეტიდასაქმებული და გვქონდეს მეტად განვითარებული ეკონომიკა“ – განაცხადა „სპექტრის“ ხელმძღვანელმა მათე ტაკიძემ.
შეხვედრის დასასრულს კოლეჯ „სპექტრისა“ და შპს „სანდოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავპროფესიული განათლების განვითარებას, დასაქმების ხელშეწყობას და შრომის ბაზრის უზრუნველყოფას კვალიფიციური, პროფესიული კადრებით.