რას აცხადებენ ბათუმის საავადმყოფოში 29 წლის გოგოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

0

ბათუმში 29 წლის გოგოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში კომენტარს აკეთებენ და აცხადებენ, რომ მათ პაციენტს პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები ჩაუტარეს.
“პაციენტი ემერჯენსის განყოფილებაში იყო მოთავსებული. კლინიკაში 16 მარტს შემოვიდა. მუცლის ქვედა ნაწილში აღენიშნებოდა ტკივილი. ჩატარდა პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევა, რაც გულისხმობდა ემერჯენსის, გინეკოლოგისა და ქირურგის კონსულტაციას. მონიტორინგის მიზნით, ქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მეორე დღეს, მდგომარეობა გაუმჯობესდა და პაციენტი, ექიმების რეკომენდაციით, გაიწერა ბინაზე. გაიცა “ფორმა ასი”. დანარჩენ კითხვებს ექსპერტები უპასუხებენ”, – აცხადებენ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.
ცნობისთვის, ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის გოგოს, მელანო ფუტკარაძის ახლობლები რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს დაუდევრობასა და უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი