მიხეილ ბატიაშვილი: 2021-2022 წლისთვის, პედაგოგის საშუალო ხელფასი 1500-1800 ლარი იქნება

0

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პედაგოგთა ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზრდა ეტაპობრივად გახორციელდება.

„როგორც არაერთხელ დავაანონსეთ, 2019 წლის მაისის თვეში, საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას, როგორ მოხდება პედაგოგების ხელფასების ზრდა მათი გამოცდილების და დამსახურების გათვალისწინებით. როგორც განვაცხადეთ, ხელფასების ზრდა იქნება ეტაპობრივი – დაიწყება 2019 წლის სექტემბრიდან და ტენდენცია შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც ისე, რომ, 2021-2022 წლისთვის, პედაგოგის საშუალო ხელფასი წარმოადგენდეს 1500-1800 ლარს. ხელფასების ზრდა, პედაგოგების გარდა, შეეხებათ სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი