მიხეილ ბატიაშვილი: ზოგადი უნარების ცალკე ტესტად გამოტანა და მისთვის განსაკუთრებული როლის მინიჭება გაუმართლებელია

0

„ზოგადი უნარების ტესტის სანაცვლოდ, რომელიც ყველაზე „დემოკრატიულ“ შერჩევის ინსტრუმენტად მიიჩნეოდა, ჩვენ გთავაზობთ ამ კომპონენტის ინტეგრირებას საგნობრივ ტესტებში. სხვა შემთხვევაში, საგნობრივი ტესტი არ არის სათანადო შეფასების ინსტრუმენტი. ასეთ პირობებში, ზოგადი უნარების ცალკე ტესტად გამოტანა და მისთვის განსაკუთრებული როლის მინიჭება გაუმართლებელია“, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დეპაუტატების წინაშე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამით გამოირიცხება ამჟამად არსებული ზოგადი უნარების მზადებისთვის ტესტის ტექნიკის დასწავლა და ამაში აბიტურიენტებისა და მათი მშობლების დიდი რესურსის ხარჯვა.

„საერთაშორისო გამოცდილების შესწავლით, თქვენ ნახავთ, რომ ზოგადი უნარებისა და საგნობრივი გამოცდების სავალდებულო ერთობლიობა არცერთ ქვეყანაში არსებობს.  ზოგადი უნარების ტესტი არ აფასებს არცერთ ისეთ უნარს, რომლის შეფასება შეუძლებელია საგნობრივ ტესტებში. ის საგამოცდო მოდელი, რომელიც აქამდე მოქმედებდა საქართველოში, ანალოგს ვერც ერთ ევროპულ ქვეყანაში ვერ პოულობს“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, ინტერპელაცია პარლამენტში ახალი კონსტიტუციითა და ახალი რეგლამენტით წარდგენილი წესია. ამ ფორმატში მინისტრის მოსმენა დღეს პირველად გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი