როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

0

23-24 მარტს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დროგამოშვებით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა, 23 მარტს, დაბლობსა და ბარში +8, +14, ხოლო 24 მარტს +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში, 23 მარტს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება. 24 მარტს გაწვიმდება და ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიკლებს.

კომენტარები

კომენტარი