კარლ ჰარცელი “მედიის განვითარების ფონდის“ კვლევაზე: ჩვენს კვლევებში მე არ ვიცნობ ასეთ ფაქტებს

0

ჩვენს კვლევებში მე არ ვიცნობ ასეთ ფაქტებს, – ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი “მედიის განვითარების ფონდის” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიმართ პრორუსულობაზე გამოთქმულ ბრალდებებს.
„ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ მედიის მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენც ვახორციელებთ მონიტორინგს. ჩვენს კვლევებში მე არ ვიცნობ ასეთ ფაქტებს“, – აღიშნა ევროკავშირის ელჩმა.
საუბარია „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე – „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“, რომლის ფინანსური მხარდამჭერი ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოა“.

კომენტარები

კომენტარი